მთავარისიახლეებისაზოგადოებადასკვნის შემდეგ მოვითხოვთ ზურაბიშვილთან შეხვედრას - ხაჭაპურიძე

დასკვნის შემდეგ მოვითხოვთ ზურაბიშვილთან შეხვედრას – ხაჭაპურიძე

Published on

არ არის გამორიცხული საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები კვირის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. განცხადება ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ გააკეთა და სურვილი გამოთქვა, პირადად გააცნოს სალომე ზურაბიშვილს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სამედიცინო დასკვნის შედეგები.

უფლებადამცველები უახლოეს დღეებში ელოდებიან ამერიკელი სპეციალისტებისგან ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგებს, სადაც უნდა ეწეროს, როგორ მოხვდა მძიმე მეტალები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ჭარბი დოზით.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მხრიდან, ექსპერტიზის ჩატარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმებიან, თუ მასში “ვივა მედის” სამედიცინო ჯგუფიც ჩაერთვება.

“თუ ჩაატარებენ, მაშინ ვივა მედის სამედიცინო საექსპერტო ჯგუფიც ჩაერთვება და ამ პირობას დავუყენებთ მათ. მხოლოდ ამ პირობის დაკმაყოფილების შემდგომ მივაღებინებთ მონაწილეობას იმიტომ, რომ ცოტა გაუგებარია, თუ რაღაცებთან დაკავშირებით არის ეჭვი, სისტემა სადაც სააკაშვილი იმყოფება არის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული და ახლა ამასთან დაკავშირებით თავად იუსტიციის სამინისტრო ატარებს კვლევებს? ანუ, მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო დაახლოებით ეგ სცენარია…
ჩვენ დასკვნა რომ გვექნება, მოვითხოვთ შეხვედრას ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან, მე მისი ადვოკატი ვიყავი 2 წელიწადი და ვიცნობ საკმაოდ ახლოს . გვექნება შეხვედრა და ვისაუბრებთ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით” თქვა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, ეს პოზიცია თავად მიხეილ სააკაშვილთან არ შეუთანხმებია და ამ საკითხზე საუბარს დღეს გეგმავს.

“ვივა მედში” კი ამბობენ, რომ ამ დრომდე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან არავინ დაკავშირებიათ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 20 ნოემბერს განაცხადა, რომ “ხვალ დილით” სამხარაულის სახელობის ეროვნულ ცენტრს მიმართავდნენ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად. თუმცა, ამ დრომდე სამხარაულიდან “ვივა მედში” არავინ მისულა.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...