მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტს შსს 109-ე დამამძიმებელ გარემოებებშ განზრახ მკვლელობის მუხლით...

ზუგდიდში არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტს შსს 109-ე დამამძიმებელ გარემოებებშ განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს

Published on

შემზარავი ტრაგედია ზუგდიდში, რასაც 15 წლის მოზარდის გარდაცვალება მოჰყვა. თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი და შელაპარაკება საღამოს რვა საათზე ქალაქის ცენტრში, მესხიას ქუჩაზე მდებარე სტადიონზე ფეხბურთის თამაშისას დაიწყო.

ახალგაზრდები რამდენიმეწუთიანი ჩხუბის შემდეგ დაიშალნენ, მაგრამ კამათის ერთ-ერთი მონაწილე მალე უკან მძიმედ დაჭრილი დაბრუნდა და შველა ითხოვა. დანით დაჭრილმა მოზარდმა გონება მალევე დაკარგა და როგორც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ის კლინიკაში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა. 
სამართალდამცავებმა ზუგდიდში მომხდარი მკვლელობიდან მალევე ორი პირი დააკავეს. შსს ფაქტს 109-ე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...