ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მკვლელობაში ბრალდებულის დედა იკითხება

0
300

ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში წუხელ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკითხვები გრძელდება. ამ დროისათვის სამართალდამცველების შეკითხვებს მკვლელობაში ბრალდებული მოზარდის დედა პასუხობს.

ცოტა ხნის წინ, ექსპერტიზიდან სამხარეო პოლიციაში გადაიტანეს დანაშაულის იარაღი – დანა, რომელიც საქმის მასალებს მტკიცებულების სახით დაერთვება.

15 წლის საბა მამფორიას მკვლელობაში ბრალდებული გუშინვე დააკავეს. მკვლელობა სპორტულ მოედანზე, უამრავი თვითმხილველის თანდასწრებით მოხდა. სისხლიან გარჩევაში, რომლის შედეგადაც მოზარდი ცივი იარაღით დაჭრეს, რამდენიმე მისი თანატოლი მონაწილეობდა.

წინა სტატიამომავალი წლიდან ექიმის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება ₾7, ექთნის კი ₾4,4-ით განისაზღვრება
შემდეგი სტატია“სრულიად სამარცხვინო!” – “დემოკრატიის მცველები” გაეროში კენჭისყრაზე საქართველოს არდასწრებაზე ფოტოს ავრცელებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური