მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდში 15 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, დანით მოკლეს

ზუგდიდში 15 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, დანით მოკლეს

Published on

მკვლელობა ზუგდიდში: 15 წლის ბიჭს, სავარაუდოდ, დანით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, ის ჯერ სცემეს, შემდეგ კი ე.წ. “შტირი” (წვრილი და გრძელი, ბასრი საგანი) მუცელში ჩაარტყეს. ე.წ. “შტირით” მიყენებული ჭრილობა განსაკუთრებით საშიშია, რადგან შიდა სისხლდენასა და, უმეტესწილად, სწრაფ სიკვდილს იწვევს.

მოზარდებს შორის გარჩევა რკინიგზის სადგურის უკან, მესხიას ქუჩაზე, ხიდთან მდებარე სპორტულ მოედანზე მოხდა, სადაც შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთმა ახალგაზრდამ კი 15 წლის ს.მ.-ს დანა რამდენჯერმე ჩაარტყა. 

ამის შემდეგ თავდამსხმელები გაიქცნენ, მძიმედ დაჭრილი ს.მ. კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მხოლოდ მისი გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს. 

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე მოზარდი, რომლებიც ჩხუბში მონაწილეობდნენ, პოლიციამ უკვე დააკავა.

დამატებით დეტალებს ოდიშინიუსი ადგილიდან გაცნობებთ. 

სიახლეები

ტიბეტში მიწისძვრას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ტიბეტში მომხდარი 7-მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC...

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი...

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...