მთავარისიახლეებისაზოგადოება"ველით განმარტებებს, რა გამოიწვია ვერცხლის წყალმა" - გიული ალასანია

“ველით განმარტებებს, რა გამოიწვია ვერცხლის წყალმა” – გიული ალასანია

Published on

მიხეილ სააკაშვილის კვლევის ნიმუშები ნიუ-იორკში ერთ-ერთ წამყვან კლინიკაშია გადაგზავნილი. კვლევით უნდა დადგინდეს, როგორ მოხვდა მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალები. ცნობილია, რომ ლაბორატორიული ტესტები 2 დღეში უნდა გასაჯაროვდეს, შემდგომ კი ის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებს გადაეგზავნებათ.

“ჩვენ ველით ტოქსიკოლოგის განმარტებებსაც….კი, ბატონი არის ეს მეტალები. იქ რომ იქნება ორშაბათი, იმ დროის ჩვენთან რაღაც უნდა მივიღოთ. განმარტებები უნდა მივიღოთ, რა გამოიწვია იმ ვერცხლის წყალმა – ის, რომ მას 40 კილო აქვს დაკლებული ამ დროის განმავლობაში, ის რომ ვეღარ დგება და ვერ დადის, ის რომ საკვებს ვერ იღებს, ბევრი მიზეზია, სისუსტე აქვს საშინელი”, – თქვა გიული ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ უკვე არსებულ სამედიცინო დოკუმენტში საუბარია მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში არსებულ მძიმე მეტალებზე, ხაჭაპურიძის თქმით, ახალმა კვლევამ უნდა დაადგინოს, უკავშირდება თუ არა აღნიშნული იმ სიმპტომებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება.

მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები, ადვოკატები და ექიმები, მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით დღეს, 14:00 საათზე კანცელარიასთან მედიკოსების აქცია გაიმართება.

სიახლეები

ირანი კიდევ ორი გენერლის დაღუპვას ადასტურებს

ისრაელის სარაკეტო იერიშებს ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის უფროსის მოადგილე, გენერალი გოლამრეზა მეჰრაბი...

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო, დღეს საქართველოს აეროპორტებიდან 19 ავიარეისი გაუქმდა

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო 14 ივნისს საქართველოს აეროპორტებიდან 19 ავიარეისი გაუქმდა -...

აქტივისტი პლაკატით „ანწუხელიძე უკვდავია“ 5000 ლარით დააჯარიმეს

სამოქალაქო აქტივისტი თამარ კურატიშვილი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ხუთი ათასი ლარით დააჯარიმა. მას 28 მარტს...

ნეთანიაჰუს მიმართვა ირანელ ხალხს-ისრაელი თქვენ არ გებრძვით, ჩვენს საერთო მტერს ვებრძვით

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანში ისრაელის იერიშებთან და ოპერაცია "აღმავალ ლომთან" დაკავშირებით ირანელ ხალხს...