მთავარისიახლეებისაზოგადოებასააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე პენიტენციური განცხადებას ავრცელებს

სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე პენიტენციური განცხადებას ავრცელებს

Published on

სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქართველოს მესამე პრეზიდენტის სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებით, ოჯახისა და ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

განცხადების თანახმად:

“მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია.

მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება საავადმყოფოში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და უტარდება შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები.

საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით მოვუწოდებთ ყველას გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ” – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალები – ვერცხლისწყალი, ბარიუმი და თალიუმი. ამის შესახებ სამედიცინო დასკვნაში წერია, რომელზეც მუშაობა 2 დღის წინ ცენტრმა “ემპათიამ” დაასრულა. სკანდალური ინფორმაცია გუშინ, 19 ნოემბერს, მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ გაავრცელა.

“არსებობს საფუძველი, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია, სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არცერთი დაავადება” – ეს განცხადება მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა გააკეთა. მისი თქმით, ექსპერტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ის ნიშნები და ელემენტები, რომლებიც მოწამვლას ახასიათებს, ბიოფსიური კვლევის შედეგად, აღმოჩენილია მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში.

საკითხზე კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემაც, რომელმაც თქვა, რომ ადვოკეტებს “კეთილი უნდა ენება და მოეტანა შესაბამისი მტკიცებულებები” .

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...