მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსული ძალები დროებით ოკუპირებულ დონბასსა და ზაპორიჟიეს ოლქებში პოზიციების გაძლიერებას იწყებენ -...

რუსული ძალები დროებით ოკუპირებულ დონბასსა და ზაპორიჟიეს ოლქებში პოზიციების გაძლიერებას იწყებენ – ISW

Published on

ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) წერს, რომ რუსი სამხედროები ოკუპირებული ლუგანსკის, დონეცკის და აღმოსავლეთ ზაპორიჟიეს ოლქებში ხერსონის ოლქის პერსონალით და მობილიზებული სამხედროებით პოზიციების გაძლიერებას იწყებენ.

ექსპერტები უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობიან და აღნიშნავენ, რომ რუსული ძალები სამხედრო მოსამსახურეებს მიტოვებულ სახლებში კრასნესა და სიეიკინეში ათავსებენ.

გარდა ამისა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთი დამატებით ძალებს გაგზავნის უახლოეს კვირებში, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი სატანკო არმიის რუსეთის მე-2 მოტორიზებული მსროლელი დივიზიის მობილიზებულმა ნაწილებმა წვრთნა ბელარუსის ბრესტის რეგიონში უკვე დაასრულეს.

ISW-ის ყოველდღიურ მიმოხილვაში წერია, რომ რუსული ძალები, სავარაუდოდ, გააგრძელებენ მობილიზებული და გადანაწილებული სამხედროების გამოყენებას დონეცკის ოლქში შეტევითი ოპერაციების გასააქტიურებლად და ლუგანსკის ოლქში თავდაცვითი პოზიციების შესანარჩუნებლად

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...