მთავარისიახლეებისაზოგადოება"მტკიცებულებებს სასამართლოში წარვადგენთ" - ადვოკატი სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე

“მტკიცებულებებს სასამართლოში წარვადგენთ” – ადვოკატი სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე

Published on

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით ყველა მტკიცებულებებს სასამართლოში წარადგენს. შალვა ხაჭაპურიძე ნაჩქარევი განცხადებების გაკეთებას ერიდება, თუმცა ამბობს, რომ სხვადასხვა მიმართულებებით უამრავი მტკიცებულება და დოკუმენტაცია გააჩნიათ.

მე არ მინდა მოვლენებს გავასწრო, საქმის მასალებს თუ კარგად წავიკითხავთ, საქმის მასალებიდან ზუსტად ჩანს, სად გახდა ეს ადამიანი განსაკუთრებულად ცუდად გონების კარგვის პირველ ეპიზოდზეა საუბარი. შემდეგ მას სამჯერ ჰქონდა კიდვ გონების კარგვის ეპიზოდი. თუ რაიმე მტკიცებულებების წარდგენას ვაპირებთ, წარვადგენთ სასამართლოში, პრობლემა არ არის. ჩვენ ვემზადებით, უამრავი დოკუმენტაცია გვაქვს, უამრავი მტკიცებულება გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით, – ამბობს ადვოკატი.

მიხეილ სააკაშილის ოჯახი ეჭვობს, რომ მესამე პრეზიდენტი მოწამლეს. ცნობილია იმ მომწამვლელი ნივთიერების დასახელებებიც, რაც მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ექსპერტებმა აღმოაჩინეს. საუბარია ვრცეხლის წყალზე, ტალიუმსა და ბარიუმზე.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...