დღეს 14:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
“მიხეილ სააკაშვილი უნდა გადარჩეს”…”თავისუფლება მიშას” – აქციის მონაწილეეები ამ მთავარი გზავნილის გარშემო გაერთიანდებიან. აქციის გამართვის ერთ-ერთი ინიციატორი მესამე პრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილია, რომელმაც საზოგადოების წევრებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ასევე მედიკოსებსა და ევროინტეგრაციის მომხრეებს კანცელარიასთან შეკრებისკენ მოუწოდა.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისა და მისი საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით აქციას დედაქალაქში რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.