მთავარისიახლეებიისევ და ისევ გავუმეორებ პარტნიორებს, მხოლოდ უკრაინული ცის სრულად დაცვა უზრუნველყოფს უსაფრთხოებას

ისევ და ისევ გავუმეორებ პარტნიორებს, მხოლოდ უკრაინული ცის სრულად დაცვა უზრუნველყოფს უსაფრთხოებას

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა პარტნიორებ, დახურონ უკრაინის ცა. საღამოს ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში მან აღნიშნა, რომ მხოლოდ დღის პირველ ნახევარში თავდაცვის ძალებმა მოახერხეს ექვსი რუსული საკრუიზო რაკეტის და ხუთი შაჰედის ჩამოგდება.

“ჩვენ ისევ და ისევ ვუმეორებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ მხოლოდ უკრაინის ცის სრული დაცვა დაიცავს როგორც უკრაინას, ასევე ევროპას რუსული აგრესიის მრავალი შესაძლო ესკალაციისგან და აუცილებლად წაახალისებს რუსეთს ომის ჭეშმარიტად დასრულებისკენ. არა ისეთ პროპაგანდაზე, რომელიც ახლა ჟღერს კრემლიდან მოლაპარაკებების სავარაუდო მზადყოფნის შესახებ, რათა გარკვეული დრო ვიყიდოთ და ძალები შევიკრიბოთ ახალი შეტევისთვის, არამედ რეალური მშვიდობისთვის”, – ამბობს ზელენსკი.

ზელენსკის თქმით, 24 თებერვლიდან 32 000-ზე მეტი უკრაინელი კაცი და ქალი დაჯილდოვდა ბრძოლებში სიმამაცისთვის, მათგან 4 950 – სიკვდილის შემდეგ

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...