მთავარისიახლეებიგმირები არიან ისინიც, მაგრამ ყველაფერს დავარქვათ სახელი - ღარიბაშვილი უკრაინაში დაღუპულ ქართველ...

გმირები არიან ისინიც, მაგრამ ყველაფერს დავარქვათ სახელი – ღარიბაშვილი უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე

Published on

“35-მა ჩვენმა გმირმა ჯარისკაცმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენ დასავლელი პარტნიორების მიერ წარმოებულ მისიებში. ერაყში, ავღანეთში, მანამდე ვიყავით კოსოვოში, ახლაც ვართ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. მაშინ ევროკავშირის მისია აფრიკის რესპუბლიკაში პრაქტიკულად დიდი პრობლემის წინაშე აიყო, რომ არა ჩვენი ჩართულობა და ჩვენს მიერ გაგზავნილი ჯარის კონტრიბუცია, ეს მისია ვერ შედგებოდა. ამ ყველაფერში ძალიან დიდი ფასი აქვს და კარგად გვესმის ქართველებს. ეს არ გაგვიკეთებია რაღაც ვალდებულებით, ეს გავაკეთეთ პატივისცემით, იმ შეგნებით, რომ ჩვენს გვსურს ვიყოთ თანამონაწილენი ამ გლობალური პროცესებისა და საერთაშორისო მისიების. 500-ზე მეტი ჩვენი სამხედრო მძიმედ დაიჭრა. დაკარგეს ფეხი, ხელი და უამრავი ტრავმა მიღეს საკუთარი ნებით გაწირეს ჯანმრთელობა. ამას სჭირდება დაფასება და არა ის, ყალბად რომ გამოვიდა ბატონი ვაშაძე, უკრაინაში, რა თქმა უნდა, გმირები არიან ისინიც და მათაც შესწირეს თავი, მაგრამ ყველაფერს დავარქვათ სახელი და ნუ მოვატყუებთ ჩვენს ხალხს. ეს მინდა გითხრათ ბატონო გიორგი”

მიმართა პრემიერმა ღარიბაშვილმა გიორგი ვაშაძე ინტერპელაციაზე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. გიორგი ვაშაძემ იქამდე დეპუტატებს უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირებისთვის პატივის მიგებისკენ მოუწოდა.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...