ევროკავშირის მიერ, გაყინული რუსული აქტივების საერთო ღირებულება 68 მილიარდი ევროა და მათი უმეტესობა ბელგიაზე მოდის – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ევროკომისიის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ გაყინული აქტივების ყველაზე დიდი ნაწილი 50 მლრდ ევრო ბელგიაშია განთავსებული, მეორე ადგილზე კი ლუქსემბურგია, სადაც 5,5 მლრდ ევროს რუსული აქტივებია გაყინული.
ლუქსემბურგს მოსდევს იტალია, გერმანია, ირლანდია, ავსტრია, საფრანგეთი.
ევროკომისია ახლა მოელის, რომ ევროსაბჭო მიიღებს კანონს, რომელიც სანქციების თავიდან აცილების კრიმინალიზაციას ითვალისწინებს.