მთავარისიახლეებიEU-ს მიერ გაყინული რუსული აქტივების საერთო ღირებულება 68 მილიარდი ევროა

EU-ს მიერ გაყინული რუსული აქტივების საერთო ღირებულება 68 მილიარდი ევროა

Published on

ევროკავშირის მიერ, გაყინული რუსული აქტივების საერთო ღირებულება 68 მილიარდი ევროა და მათი უმეტესობა ბელგიაზე მოდის – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ევროკომისიის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გაყინული აქტივების ყველაზე დიდი ნაწილი 50 მლრდ ევრო ბელგიაშია განთავსებული, მეორე ადგილზე კი ლუქსემბურგია, სადაც 5,5 მლრდ ევროს რუსული აქტივებია გაყინული.

ლუქსემბურგს მოსდევს იტალია, გერმანია, ირლანდია, ავსტრია, საფრანგეთი.

ევროკომისია ახლა მოელის, რომ ევროსაბჭო მიიღებს კანონს, რომელიც სანქციების თავიდან აცილების კრიმინალიზაციას ითვალისწინებს.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...