მთავარისიახლეებიპოლონეთში, რაკეტის ჩამოვარდნის ადგილას, გარკვეული მტკიცებულებები უკვე შეგროვდა, არსებობს ვიდეოჩანაწერებიც - კუმოჩი

პოლონეთში, რაკეტის ჩამოვარდნის ადგილას, გარკვეული მტკიცებულებები უკვე შეგროვდა, არსებობს ვიდეოჩანაწერებიც – კუმოჩი

Published on

პოლონეთის ტერიტორიაზე, რაკეტის ჩამოვარდნის ადგილას, უკვე შეგროვდა გარკვეული მტკიცებულებები, რომლებიც მოვლენების თანმიმდევრობას აჩვენებს – აცხადებს პოლონეთის პრეზიდენტთან არსებული საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელი იაკუბ კუმოჩი TVN24-თან ინტერვიუში.

„დღეს არის უამრავი მტკიცებულება, რომ ერთ-ერთი რაკეტა, რომელსაც უნდა ჩამოეგდო რუსული რაკეტა, არ მოხვდა მიზანში, თვითგანადგურების სისტემამ არ იმუშავა და ამ რაკეტამ, სამწუხაროდ, ტრაგედია გამოიწვია“, – განაცხადა კუმოჩმა.

კითხვაზე, რა მტკიცებულებები აქვთ გამომძიებლებს, მან უპასუხა: „რაკეტის ნამსხვრევები, კრატერის სიღრმე, ექსპერტები ითვლიან რაკეტის მიმართულებას და გამოყენებული საწვავის რაოდენობას“.

მისი თქმით, კატასტროფის ადგილზე პოლონურ-ამერიკული საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს. გამოძიებაზე წვდომას ითხოვს უკრაინაც.

“თუ ორივე მხარე დათანხმდება და როგორც ვიცი, ამერიკული მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ იქნება, ასეთი დაშვება შესაძლოა უახლოეს მომავალში მიიღონ [უკრაინამ]. უკრაინელებისთვის გამოძიებაზე წვდომის აკრძალვის მიზეზი არ არის“, – განმარტა მან.

კუმოჩის თქმით, არსებობს ვიდეოჩანაწერებიც, თუმცა შინაარსზე საუბრისგან ის თავს იკავებს, რადგან ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია.

პოლონეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი ხაზგასმით აცხადებს, რომ „არავინ ადანაშაულებს უკრაინას პოლონეთის ტერიტორიის განზრახ დაბომბვაში“.

„იმ დღეს რუსეთმა დაბომბა უკრაინა და რუსეთია სრულად პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ჩამოვარდა. ეს გავს სიტუაციას, როცა ადამიანი გზაზე გადავიდა და ავტობუსსა და მანქანას შორის შეჯახება გამოიწვია. მანქანა არის დამნაშავე? არა, ადამიანი არის გზაზე გადმოსვლისა და ავარიის გამოწვევის ბრალი“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ უკრაინას მომხდარში არც პოლონეთი და არც პარტნიორი ქვეყნები ადანაშაულებენ. ისინი თვლიან, რომ დამნაშავე რუსეთია, რადგან სწორედ ის აწარმოებს ომს უკრაინაში და რომ არა ეს ომი- არც პოლონეთის ტერიტორიაზე მოხვდებოდა რაკეტა.

პრეზიდენტ ანდჟეი დუდას თქმით, ვარშავა რაკეტასთან დაკავშირებულ ინციდენტს უკრაინის მხრიდან თავდასხმად არ მიიჩნევს.

შეგახსენებთ, 15 ნოემბერს, პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, სოფელ პრჟედვოდოვში რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კონფლიქტის დროს ნატო-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე რაკეტა ჩამოვარდა.

პოლონეთმა მოიწვია საერთაშორისო ექსპერტები აფეთქებების გამოსაძიებლად. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მას “არაფერი აქვს საერთო” პოლონეთში მომხდართან.

გამოძიებაში ჩართვა გუშინ ოფიციალურად მოითხოვა უკრაინამაც

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...