მთავარისიახლეებიმსოფლიოპოლონეთის პრეზიდენტის განცხადების მთავარი თეზისები - რა უნდა ვიცოდეთ და რას უნდა...

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადების მთავარი თეზისები – რა უნდა ვიცოდეთ და რას უნდა ველოდოთ

Published on

პოლონეთის აღმოსავლეთით, უკრაინის საზღვართან ახლოს, ორი რაკეტის აფეთქებას პოლონეთის ორი მოქალაქე ემსხვერპლა. ინციდენტი ხორბლის გადმომტვირთავ პუნქტში მოხდა და, სავარაუდოდ, რუსული რაკეტა ტრაქტორს დაეცა, მეორე კი ოდნავ მოშორებით აფეთქდა. 

ინცინდენტს მაშინვე მოჰყვა მყისიერი რეაგირება როგორც პოლონეთის ხელისუფლების, ასევე აშშ-სა და ნატოს მხრიდან: ჰაერში აფრინდნენ პოლნეთის კუთვნილი გამანადგურებლები, გამოცხადდა საბრძოლო მზადყოფნა, პრეზიდენტთან სეთანხმებით, ქვეყნის პრემიერმა უშიშროეის საბჭოს სხდომა მოიწვია. ~

პარალელურტად, კეთდებოდა განცხადებებიც, თუმცა, პოლონეთის ხელისუფლებას პირდაპირ და ღიად არ დაუდანაშაულების რუსეთი, რადგან რაკეტების ნამსხვრევები არ იყო შესწავლილი. 

ამ დროისთვის რტაკეტების ნამსხვრევები უკვე ნაპოვნი და დათვალიერებულია, თუმცა ვერც პოლნეთი, ვერც აშს დანამდვილერბით ვერ ამბობენ, რომ რაკეტები რუსეთიდან მოფრინდა, მეტიც: ჯო ბაიდენმა განაცხადა, ფრენის ტრაექტორიით თუ ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ, რუსეთიდან არ მოფრენილაო. 

რა ვარიანტია სხვა,ა ნუ, თუ რუსეთიდან არა, საიდან უნდა მოფრენილიყო რაკეტები პოლნეთში? საქმე ის გახლავთ, რომ ნამსხვრევების ფოტოების გამოქვეყნებისთანავე გაჩნდა ეჭვი – შესაძლოა, ეს ყოფილიყო არა რუსული ფრთოსანი რაკეტა, არამედ უკრაინული საზენიტო-სარაკტო კომპლექსის რაკეტა, რომელმაც ტრაექტორია დაკარგა და არსწორ ადგილას ჩამოვარდა. სხვათა შორის, ამაზე უკვე საუბრობენ კომპეტენტური პირები და მხოლოდ ვერსია არ არის – ცოტა ხნის წინ ეს ვარაუდი გამოთქვა ნატოს ამერიკელმა გენერალმაც. 

ანჯეი დუდამ განცხადებები ინციდენტიდან რამდენიმე საათში გააკერთა. ნახეთ მთავარი თეზისები:

▪️NATO საბრძოლო მზადყოფნაშია. ჩვენ ასევე, გავაძლიერეთ პოლონეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნა, ძირითადად, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მიმართულებით. ჩვენს გამანადგურებლებს მხარს დაუჭერენ მოკავშირეთა თვითმფრინავები. ვიმოქმედებთ მშვიდად და აუჩქარებლად.

▪️ამ დროისთვის ჩვენ ჯერ არ გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, საიდან მოფრინდა ეს რაკეტები. გამოძიება მიმდინარეობს.

▪️დღევანდელი ინცინდენტის გამეორების ნიშნებს ვერ ვხედავთ.

▪️პოლონეთის აღმოსავლეთით მომხდარი აფეთქების გამოძიებაში აშშ-ის ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...