მთავარისიახლეებიმინუს 630 რუსი სამხედრო 1 დღე-ღამეში - უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე

მინუს 630 რუსი სამხედრო 1 დღე-ღამეში – უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე

Published on

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 16 ნოემბრამდე პერიოდს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა მებრძოლებმა 630-მდე ოკუპანტი გაანადგურეს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ჯარისკაცი – დაახლოებით 82 710
​ტანკი – 2 871
ჯავშანტექნიკა – ​5 797
საარტილერიო სისტემა – 1 860
სარაკეტო სისტემა – 393;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 209;
თვითმფრინავები – 278;
ვერტმფრენი – 261;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 525;
საკრუიზო რაკეტები – 474;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 360;
გემი/ნავი/კატარღა – 16;
​ სპეციალური აღჭურვილობა – 160
შეგახსენებთ, კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზარალის შესახებ ბოლოს 21 სექტემბერს განაცხადა, და თქვა, რომ დაღუპულია 5 937 ადამიანი

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...