მთავარისიახლეებიბოლო ორ კვირაში საქართველოში 6 რუსი ჟურნალისტი და აქტივისტი არ შემოუშვეს

ბოლო ორ კვირაში საქართველოში 6 რუსი ჟურნალისტი და აქტივისტი არ შემოუშვეს

Published on

უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში საქართველოში შემოშვებაზე უარი ექვს რუს ჟურნალისტსა და აქტივისტს უთხრეს – ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს და წერს, რომ ინფორმაცია პროექტს „ეხო კავკაზას“ დაუდასტურა ორგანიზაციის Free Russia Foundation-ის სამხრეთ კავკასიის განყოფილების დირექტორმა ეგორ კუროპტევმა.

როგორც გამოცემა წერს, საქართველოში შესვლა ვერ შეძლო “Проект-ის” ჟურნალისტმა კატია არენინამ, Pussy Riot-ის აქტივისტმა ნიკა ნიკულინამ და „მედიაზონის“ რედაქციის მენეჯერმა გალა ლატიგოვსკაიმ. მათთვის ქვეყანაში შესვლაზე უარი არ განუმარტავთ.

გამოცემა „Агентство“-ს არენინამ განუმარტა, რომ ის საზღვრიდან 14 ნოემბერს გააბრუნეს. მესაზღვრეებმა მას დოკუმენტი გადასცეს, სადაც უარის საფუძვლად „სხვა მიზეზი“ იყო დასახელებული.

“გადავეცი პასპორტი, თანამშრომელმა რაღაც დაინახა თავის კომპიუტერში და 10 წუთის განმავლობაში უბრალოდ დუმდა“, – ამბობს ის.

არენინას თქმით, დაახლოებით 40 წუთის შემდეგ მასთან სასაზღვრო სამსახურის სხვა თანამშრომელი მივიდა და უარის შესახებ ცნობა გადასცა.

„მითხრა: ეკატერინა, ჩვენ უარს გეუბნებით საქართველოში შესვლაზე, ჩვენი საუბარი იწერება მეტის არაფრის განმარტება არ შემიძლია“,- თქმა არენინამ.

Pussy Riot-ის აქტივისტი ნიკა ნიკულშინა საქართველოში პირველი ნოემბრის დილით არ შემოუშვეს.

„საზღვარზე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში დამაყოვნეს, ბუნებრივია სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებს სიტყვიერად არაფერი განუმარტავთ, მაგრამ ჩემთვის გადმოცემულ დოკუმენტში გრაფაში Other მონიშვნაა გაკეთებული, ალბათ როგორც ყველას“, – უთხრა „Агентство“-ს“ ნიკულშინამ.

Pussy Riot-ის აქტივისტი ნიკა ნიკულშინა რუსეთიდან საქართველოში გასული წლის ივლისში ჩამოვიდა, მას იმავე ბინის მეპატრონესთან, რომელთანაც მანამდე ცხოვრობდა არენდის წინასწარი ექვსთვიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

გალა ლატიგოვსკაია, რომელიც საქართველოში 2 ნოემბერს მოფრინავდა „„Агентство“-სთან საუბარში ამბობს, მას მესაზღვრეებისგან საეროდ არანაირი განმარტება არ მიუღია.

„არაფერი არ უთქვამთ, 50 წუთის განმავლობაში ვიცდიდი [სასაზღვრო კონტროლის პუნქტთან], ჩემთან მოირბინა ადამიანმა, მკითხა რომელი რეისით ჩამოვფრინდიო, ვუთხარი რომ Turkish Airlines-ით, შემობრუნდა და მითხრა: ჩქარა, ჩქარა, ჩქარა, თქვენ ახლა უკან გაფრინდებით“, – ამბობს ის.

სიახლეები

აქციაზე მყოფ ფოტოგრაფს, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიები მოხვდა

29-30 ოქტომბრის ღამეს, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი მირიან მელაძე დაშავდა. მელაძე ვარაუდობს, რომ...

რაც მეტი საჯარო მოხელე გამოთქვამთ განსხვავებულ აზრს, მით მეტად დაცულები იქნებით – გახარია

პარტია "საქართელოსთვის" ლიდერი საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, ნუ შეეშინდებათ საკუთარი განსხვავებული აზრის გამოთქმა. პოლიტიკოსის თქმით,...

შსს-ს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა თანამდებობა დატოვა

შსს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორი გიორგი გაბეხაძე წერს, რომ თანამდებობას ტოვებს: "დღეს, 2024...

“ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა” – პროფესიული კავშირების გაერთიანება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ვაცხადებთ, რომ ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში...