მთავარისიახლეებისაზოგადოებაEU-მ უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად 16 მლნ ევრო გამოყო

EU-მ უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად 16 მლნ ევრო გამოყო

Published on

ევროკავშირმა 16 მლნ ევრო გამოყო უკრაინის სამხედრო დახმარების მისიისთვის, რომელიც უკრაინელი სამხედროების მომზადებას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, შესაბამისი გადაწყვეტილებები უკრაინის ოპერატიული საჭიროებების გათვალისწინებით მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების მისია 17 ოქტომბერს დაიწყო და მისი მიზანია, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება, რათა დაიცვას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე დაიცვას უკრაინის შეიარაღებული ძალები და მშვიდობიანი მოსახლეობა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...