უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 81 370 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ტანკი – 2848
ჯავშანტექნიკა – 5748
საარტილერიო სისტემა – 1839
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 393
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 206
თვითმფრინავი – 278
ვერტმფრენი – 261
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1509
ფრთოსანი რაკეტა – 399
გემი/ნავი – 16
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 4316
სპეცტექნიკა – 160
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.