მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კონსილიუმი იმსჯელებს

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კონსილიუმი იმსჯელებს

Published on

რა სახის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს მესამე პრეზიდენტს და შეუძლია თუ არა ჯანდაცვის სისტემას აღნიშნულ გამოწვევებს უპასუხოს – მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე დღეს სამედიცინო კონსიულიუმი იმსჯელებს. ექიმების ჯგუფმა უნდა დაადგინოს, რატომ დაეწყო მესამე პრეზიდენტს კიდურების ატროფია და რა არის ტემპერატურის მიზეზი.

გაფართოებული კონსილიუმის შეხვედრის დრო ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია. კლინიკა” ვივა-მედის” აღმასრულებელი დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი დილიდან დუმილის რეჟიმში არიან.

კლინიკის გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე “პირველებთან” აცხადებს, რომ ყველა ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში აქვდიან ადვოკატებს, , თუმცა საპირისპიროს ინტერესების დამცველები ამტკიცებენ.

ჟურნალისტებს როდის ვაბარებ მე კლინიკაში კლინიკურ პროცესებს? ყველაფერი იციან ადვოკატებმა, ფორმა 100-ს ყოველდღიურდა გავვცემთ. ყველა პროცესის შესახებ მოიკითხეთ ადვოკატებთან, – ამბობს ნადირაძე.

პარალელურად, დღეს საქალაქო სასამართლომ საზღვრის კვეთის საქმეზე უნდა იმსჯელოს, თუმცა დიდი ალბათობით, მესამე პრეზიდენტის გაუარესებული ჯანმრთელობის გამო პროცესი გადაიდება.

ამასთან, პრეზიდენტის ადვოკატები დღეს მოსამართლეს სთხოვენ, დაავალდებულოს პენიტენციური დაწესებულება გასცეს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები.

ერთხელ მოვითხოვეთ უკვე, რომ მოგვცენ კადრები სააკაშვილის სასჯელაღსრულებაშ შეყვანიდან ბოლო დღემდე, მაგრამ ამაზე უარი გვითხრეს, სამწუხაროდ. დღეს კიდევ ვგეგმავთ, რომ შევიტანოთ და მოვითხოვოთ კადრების გადმოცემა სასამართლოს მეშვეობით. მე პირადად იმედი მაქვს, რომ დაიდება საექსპერტო დასკვნა და ამ საექსპერტო დასკვნის შემდეგ გაგვეხსნება ადვოკატებს ხელ-ფეხი და შესაძლებლობა გვექნება სამართლებრივ ჭრილში გადავიყვანოთ ეს გაუთავებელი სამედიცინო გაუგებრობა. წარმოუდგენელია, რა ანამნზეცი გააჩნია სააკაშვილს, რომ აქ არ დაიდოს, დაექსპერტო დასკვნაში, მძიმე დაავადებებეი. წარმოიუდგენელია, იმიტომ, რომ ადამიანი ყოველდღიურად მძიმდება, უჭირს გადაადგილება, უჭირს მეტყველება, – ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.

გადამწყვეტი დღეების ათვლა დაწყებულია. ორგანიზაცია “ემპათია” უცხოელ ექსპერტებთან ბოლო ფურცლებს ათანხმებს.

მესამე პრეზიდენტის საბოლოო დასკვნა 18 ნოემბერს გასაჯაროვდება.

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...