მთავარისიახლეებისაზოგადოებახერსონი რუსეთის ტერიტორიაა - პესკოვი

ხერსონი რუსეთის ტერიტორიაა – პესკოვი

Published on

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა კომენტარის გარეშე დატოვა შეტყობინება უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ხერსონში ჩასვლის შესახებ, თუმცა ხაზი გაუსვა იმას, რომ “ხერსონი რუსეთის ტერიტორიაა.”

“ჩვენ ამას კომენტარის გარეშე ვტოვებთ.” – განუცხადა კრემლის სპიკერმა ჟურნალისტებს, მაგრამ ასევე განაცხადა, რომ “ხერსონი რუსეთის ფედერაციის ტერიტორია”.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა.

“ჩვენ წინ მივდივართ, ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, მშვიდობისთვის მთელი ჩვენი ქვეყნისთვის.”- განაცხადა ზელენსკიმ ქალაქის მთავარ მოედანზე.

11 ნოემბერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა გამოჩნდა. ადგილობრივი ჟურნალისტის, კონსტანტინე რიჟენკოს თქმით, უკრაინის დროშა წინააღმდეგობის მოძრაობის აქტივისტებმა დაამაგრეს.

9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადება, რომ დაწყებულიყო ჯარების გაყვანა ხერსონიდან, რასაც შოიგუ დათანხმდა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...