კახა კალაძეს “ანტიკორუუფციული მოძრაობის” წევრები დაუპირისპირდნენ

0
171

ხმაური მეტრო ავლაბართან – კახა კალაძეს დღეს “ანტიკორუუფციული მოძრაობის” წევრები დაუპირისპირდნენ. მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იმ დროს მოხდა, როდესაც დედაქალაქის მერმა ქეთევან წამებულის გამზირის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. მიზეზი ავლაბრის მოედანზე პირდაპირ სატრანსპორტო კვანძთან ბიზნეს ცენტრის მშენებლობის ნებართვა გახდა.

“ანტიკორუფციული მოძრაობის” წევრი, ლაშა ფარულავა, დაინტერესდა, რატომ გაიცა აღნიშნული ნებართვა. მისი თქმით, ახალი ობიექტი იმ რვასართულიან კორპუსსს უქმნის საფრთხეს, რომელიც მეტროსადგურის უკან მდებარეობს.

კალაძის თქმით, თუკი მოკვლევა დაადგენს, რომ აღნიშნული მშენებლობა საფრთხის შემცველია, პროექტი აღარ განხორციელდება.

ზედაპირულად საუბრობთ, მეტრო გვირაბს იმ კონკრეტულ მონაკვეთთან საერთოდ კავშირი არ აქვს. არანაირი საფრთხის შემცველი არ არის. თუ რაიმე პრობლემა იქნება, კვლევები აჩვენებს, რომ რაიმე პრობლემაა ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პროექტი არ განხორციელდება. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს ნებართვა გაცემულია თქვენი ხელისუფლების პირობებში. ჩემზე მეტად რომ შეგტკიუვა გული ამ ქალაქზე, მაგას ვერ დავიჯერებ. იმხელა პასუხიმსგებლობა მაქვს აღებული ამ ქალაქის და ხალხის წინაშე, მერწმუნე, კახა კალაძე თავის გუნდთან თავის გუნდთან ერთად, რომელიც საფრთხის შემცველი იყოს. რომელი პროექტი ყოფილა დედაქალაქის მერიას განეხორციელებინოს, რომელიც საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის, – თქვა კალაძემ.

აღნიშნული განცახდების შემდეგ ფარულავამ შეახსენა დედაქალაქის მერს, რომ ყველა პროექტი, რომელიც თბილისში შესრულდა, პრობლემურია.

ინციდენტი ამ დროისათვის უკვე ამოწურულია.

წინა სტატიავოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა
შემდეგი სტატიაჩემთვის მნიშვნელოვანია აქ ყოფნა – ზელენსკი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური