მთავარისიახლეებისაზოგადოებაგადამგდებ პოლიტიკოსს არ ვენდობი - მუმლაძე მელიას გადადგომას ითხოვს

გადამგდებ პოლიტიკოსს არ ვენდობი – მუმლაძე მელიას გადადგომას ითხოვს

Published on

“ბევრჯერ გადაგვაგო, სიტყვა გატეხა და გადამგდებ პოლიტიკოსს არ ვენდობი” – ამბობს “ნაციონალური მოძრობის” მხარდამჭერი და მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრი გიორგი მუმლაძე პარტიის ამჟამინდელ თავმჯდომარე, ნიკა მელიაზე. ამ თემაზე მან პარლამენტთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მუმლაძემ მისი გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვა.

“ნაციონალურ მოძრაობაში განხორციელდეს ცვლილებები, შეიცვალოს ნიკა მელია და არსებული ხელმძღვანელობა, რომელმაც ეს პარტია თავიდან ბოლომდე მიიყვანა უძრაობამდე და თავიდან ბოლომდე ჩამოშალა. ჩვენი მიზანია, რომ ეს პარტია, უზარმაზარი რესურსი გახდეს აქტიური, გახდეს ფლაგმანი ქუჩის პროტესტის მთელი საქართველოს მასშტაბით, უშუალოდ შევაწუხოთ რუსული რეჟიმი ყველგან”, – თქვა გიორგი მუმლაძემ.

მუმლაძეს უკვე უპასუხეს “ნაციონალურ მოძრაობაში”, ანი წითლიძე ამბობს, რომ მნიშვენლოვანია სხვისი დისკრედიტაციის ხარჯზე ქულების დაწერა არავინ სცადოს.

პარტიაში კონსულტაციები მიმდინარეობს ფორმატზე, თუ რამ ფორმით ჩატარდება თავმჯდომარის არჩევნები.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....