მთავარისიახლეებისაზოგადოებაG20 სამიტზე ჩასული ლავროვი საავადმყოფოში გადაიყვანეს - მედია

G20 სამიტზე ჩასული ლავროვი საავადმყოფოში გადაიყვანეს – მედია

Published on

Bloomberg წერს, რომ ინდონეზიაში ჩასული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი საავადმყოფოში გადაიყვანეს – Reuters-ის ცნობით, ინფორმაციას უარყოფს რუსეთი.

რუსულმა სახელმწიფო მედიამ TASS-მა გაავრცელა ლავროვის კომენტარიც და აღნიშნა, რომ ის სასტუმროში იმყოფება.

“სასტუმროში ვარ, ხვალინდელი სამიტისთვის მასალებს ვკითხულობ”, – განაცხადა მან TASS-ის ცნობით.

დიდი ოცეულის სამიტი 15-16 ნოემბერს, ბალიზე გაიმართება. მიწვეულ ქვეყნებს შორის არის უკრაინა და რუსეთიც. ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ გაზაფხულზე სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიიწვია.

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის, სერგეი ნიკიფოროვის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს G20-ის სამიტში, მაგრამ სავარაუდოდ, ონლაინ ფორმატში. რაც შეეხება პუტინს, კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ის სამიტს ვირტუალურადაც არ დაესწრება. მის ნაცვლად სამიტში მონაწილეობას სერგეი ლავროვი იღებს

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...