მთავარისიახლეებიუპრეცედენტოა, როდესაც ევროპარლამენტარები აგზავნიან წერილებს პრემიერის მეილზე, ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით -...

უპრეცედენტოა, როდესაც ევროპარლამენტარები აგზავნიან წერილებს პრემიერის მეილზე, ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით – ჩიხლაძე

Published on

უპრეცედენტოა, როდესაც ევროპარლამენტარები აგზავნიან ოფიციალურ წერილებს საქართველოს პრემიერმინისტრის სახელზე, მის ოფიციალურ მეილზე, სადაც მოთხოვნილია ნიკა გვარამიას გათავისუფლება და პოლიტიზირებული სასამართლო საქმეების დასრულება – განცხადება ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, სამი პარტიის -“სტრატეგია აღმაშენებლის”, “გირჩი- მეტი თავისუფლებისა” და “დროას” ევროპელ კოლეგებთან სისტემური მუშაობის შედეგად გადაწყდა, რომ ისინი გახდებიან საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ლობისტები ევროკავშირში გასაწევრიანებლად და სტატუსის მისაღებად. დაიგეგმა საქართველოს მხარდამჭერი კამპანია, რომელიც რამდენიმე ეტაპად გაგრძელდება.

“აღნიშნული კამპანია არის ზუსტად გიორგი ვაშაძის და ზურა ჯაფარიძის ბრიუსელში ბოლო ვიზიტის შედეგი, სადაც დაიგეგმა საქართველოს მხარდამჭერი კამპანია „ალდეს“ და სხვა ევროპარლამენტარების მხრიდან. მეტი და მეტი ევროპარლამენტარი, ევროკავშირის ქვეყნების ოფიციალური პირები და ჩვენი ევროპელი მეგობარი ჩაებმება ამ კამპანიაში. პრორუსული “ქართული ოცნების” რეჟიმისგან განსხვავებით, ჩვენი სამი პარტია – “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი – მეტი თავისუფლება” და “დროა” ვაგრძელებთ მუშაობას ბრიუსელში და ევროპის სხვა დედაქალაქებში, რომ საქართველო არ აცდეს ევროპულ გზას და რომ ევროპელი მეგობრები მუდამ იდგნენ საქართველოს გვერდით” – ამბობს ჩიხლაძე.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...