მთავარისიახლეებიკიევის საჯარო სკოლებსა და ბაღებში, რუსულ ენას სასწავლო პროგრამიდან ამოიღებენ

კიევის საჯარო სკოლებსა და ბაღებში, რუსულ ენას სასწავლო პროგრამიდან ამოიღებენ

Published on

“სრულად გამორიცხეთ რუსული ენა სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებიდან” – ეს გადაწყვეტილება IX მოწვევის კიევის საკრებულოს II სესიის პლენარულ სხდომაზე 64-მა დეპუტატმა მიიღო.

კიევის საკრებულოს დეპუტატის, განათლებისა და მეცნიერების კომისიის ხელმძღვანელის, ვადიმ ვასილუჩკის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასთან ომის პირობებში ბაღებსა და საჯარო სკოლებში რუსული ენის შესწავლა არ არის მართებული.

“რუსეთის ფედერაციის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ „რუსეთი აღწევს იქამდე, სადამდეც გავრცელებულია რუსული ენა“. აქედან გამომდინარე კიევის საკრებულოს დეპუტატთა კორპუსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებაში დაძაბულობის ესკალაციისა და კიევის საგანმანათლებლო სივრცის დაცვის საშუალებას მისცემს აგრესორი სახელმწიფოს ჰიბრიდული გავლენებისგან. ენა მნიშვნელოვანია და ომის დროს ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია” – თქვა დეპუტატმა

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიზანი რუსულიდან სახელმწიფო ენაზე გადასვლაა.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...