მთავარისიახლეებისაზოგადოებაის ნამდვილად არ დაღლილა ომით - ზელენსკი პუტინზე

ის ნამდვილად არ დაღლილა ომით – ზელენსკი პუტინზე

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინა არ ეთანხმება რუსეთის ლიდერთან მოლაპარაკებას, რადგან ვლადიმერ პუტინის განცხადებები მშვიდობის სურვილის შესახებ არ არის გულწრფელი.

“მათ არ უნდათ ამ ომის დასრულება. სანამ რაიმე სახის დაღლილობას იგრძნობთ, ყველამ უნდა გაიგოს, რომ მხოლოდ კრემლი და მხოლოდ ერთი ადამიანი – რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელი –
არ დაიღალა ომით.

ის [პუტინი] შეიძლება დაიღალა ზოგადად ცხოვრებით მისი ასაკის გამო, მაგრამ ის ნამდვილად არ დაღლილა ომით”, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, რუსეთმა შეიძლება იგრძნოს სანქციების გავლენა და ეშინოდეს თავისი ხალხის უკმაყოფილების, მაგრამ ის აგრძელებს ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უგულებელყოფას.

“თუ რუსეთს ნამდვილად სურს მშვიდობა, ჩვენ ამას ნამდვილად დავინახავთ. შეუძლებელია მშვიდობის სურვილი მხოლოდ სიტყვებით – სიტყვები არ კმარა. ომის შესაჩერებლად, გამოიყვანეთ თქვენი ჯარები, შეწყვიტეთ ხალხის მკვლელობა… მათ უნდა აანაზღაურონ მიყენებული ზიანი და დამნაშავეები ციხეში უნდა წავიდნენ. სიტყვები ძალიან ცოტაა”, – თქვა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინა ოფიციალურად ამბობს უარს პუტინთან მოლაპარაკებებზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 30 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, უკრაინა ვერ აწარმოებს მოლაპარაკებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...