მთავარისიახლეებიენმ-ს თავმჯდომარეობისთვის კანდიდატურას გიორგი ჩალაძე აყენებს

ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის კანდიდატურას გიორგი ჩალაძე აყენებს

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის სურვილი გამოთქვა გიორგი ჩალაძემ. მან განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა.

“პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს!
დრო არ ითმენს. საჭიროა ეფექტური მოქმედება შედეგით – მიშას თავისუფლება.
ფაქტია დღემდე ეს ვერ მოხერხდა. ისიც ფაქტია, რომ შესაძლებელის კეთება არ არის საკმარისი.
სასიცოცხლოდ აუცილებელია მოკლე დროში შედეგის დადება – მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება!
არ ვაპირებ დროის კარგვას წარსულზე , მას ვერ შევცვლი. მაგრამ შეგვიძლია მომავალი შევქმნათ ერთად!
ამისთვის კი თავდადებასთან ერთად უმძიმესი შრომა, უდიდესი პასუხისმგებლობა, თანმიმდევრული, ორგანიზებული და სისტემური მოქმედებაა საჭირო.
პარტია არის ის ინსტრუმენტი, რომელიც შეუცვლელია ამ ბრძოლაში.
მე მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა და ჩვენს ერთგულ, მებრძოლ , უღალატო ამომრჩეველთან ერთად მივიყვანო ბრძოლა ბოლომდე, რომელიც დასრულდება მიშას გათავისუფლებით.
მე მჭირდება ყველა თქვენგანის დახმარება ამ საერთო მიზნის მისაღწევად. ხალხის ძალა, იდეის ერთგულება და სიმამაცე , ეს ყველაფერი ერთად არის გამარჯვების ფორმულა.
ამიტომ მე დავაყენებ ჩემს კანდიდატურას არჩევნებში , რომელიც უნდა ჩატარდეს ჩვენს გაუტეხელ ამომრჩევლებს შორის აქ და ემიგრაციაში, იმ წესებით და პირობებით, რომელიც ხალხის ნებას უტყუარად ასახავს. მჯერა ამას უზრუნველყოფს პარტიის პოლიტსაბჭო.
დრო არ ითმენს. საჭიროა კოორდინირებული მოქმედება დაუყოვნებლივ როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ. მიშა უნდა გათავისუფლდეს!
ჩემთვის ეს არის პროექტი – თავისუფლება მიშას! მჯერა ამ საქმეში ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ ” წერს ჩალაძე.

როდის ჩაინიშნება ნაციონალურ მოძრაობაში ახალი თავმჯდომარის არჩევნები, თარიღზე შეთანხმება ახლა მთავარი საკითხია. პარტიაში აზრთა სხვადასხვაობას არ უარყოფენ, მათ შორის არჩევნების თარიღთან დაკავშირებითაც. არც იმას უარყოფენ, რომ რადიკალური ცვლილებების მოთხოვნით ჩატარებული ბრიფინგი თანაპარტიელებისთვის მოულოდნელი იყო. არჩევნებისთვის მზადყოფნას ორივე მხარე გამოთქვამს და აცხადებენ რომ პროცესი მხოლოდ პარტიის გაჯანსაღებას უწყობს ხელს.

ჩალაძის გარდა, ჯერჯერობით სხვა კანდიდატს არ გამოუთქვამს სურვილი იყოს ნიკა მელიას კონკურენტი, შიდაპარტიულ არჩევნებში.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...