უკრაინის 131-ე ცალკეულმა სადაზვერვო ბატალიონმა ტელეგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მათი თქმით, მიკოლაევის ოლქის სნიჰურივკადანაა. ეს პირველი დადასტურებაა, რომ უკრაინის ჯარებმა ქალაქი დაიკავეს.
ვიდეოს თანმხლებ შეტყობინებაში ნათქვამია: “დღეს, 2022 წლის 10 ნოემბერს, 131 ცალკეული სადაზვერვო ბატალიონის ძალებმა გაათავისუფლეს დასახლება სნიჰურივკა. დიდება უკრაინას!”
ვიდეოში ჩანს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ჯარს მადლობას უხდის და ტაშით ხვდება.