მთავარისიახლეებითაღლითი შემარქვეს, გამძარცვეს, გპირდებით ყველას სათანადო პასუხს გაგცემთ - ვაჟა მელაძე ბრალდებაზე

თაღლითი შემარქვეს, გამძარცვეს, გპირდებით ყველას სათანადო პასუხს გაგცემთ – ვაჟა მელაძე ბრალდებაზე

Published on

ავეჯის მწარმოებელი კომპანია “მელაძის” მფლობელის, ვაჟა მელაძის მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს ეხმაურება და წერს, რომ ყველას სათანადო პასუხს გასცემს. მისი თქმით, “მთავრობის ტელევიზიები” საზოგადოების აზრის ცვლილებებისთვის ცდილობდნენ თავი გამოიდონ, მაგრამ ფაქტები მის გვერდზე დევს და უკვე ათასობით მოწყობილობაშია ჩაწერილი.

“ძებნაში ვარ ოფიციალურად, მგონი ბევრი დაბნეულია ამ ფაქტით, ცოტა მეც დაბნეული ვარ მაგრამ ვეგუები.

დამაკნინეს, თაღლითი შემარქვეს, გამძარცვეს, ჩემი ყველა უფლება დაიკიდეს, ჩემს შვილთან ბედნიერი წუთებიც წამართვეს, რიჟიკაც შემარქვეს ზოგ ეთერში მაგრამ არაუშავს.

გპირდებით ყველას სათანადო პასუხს გაგცემთ, გჯეროდეთ თითეული გარეული პირი ჩემს ანტი-კამპანიაში და ყალბი ბრალდების შედგენაში მონაწილე დაისჯებით, თქვენთვის ყველა ნაცნობი საშუალებით ამის პირობას გაძლევთ და ვინც მიცნობს იცის რომ სიტყვას ყოველთვის ვასრულებ.

შეიძლება დამიჭიროთ, გამანადგუროთ მაგრამ ყველაზე საშიში მაშინ ვიქნები, მიწასთან გასწორებულს რომ დამინახავთ.

თუმცაღა მიხარია რომ ჩემი სიტყვის თქმა მოვასწარი ზოგი ისე გაისტუმრეთ იმ ქვეყნად, ხმის ამოღებაც ვერ მოასწრეს, რამდენი ახალგაზრდა შეიწირა თქვენმა ბინძურმა სისტემამ, ათასობით მაგრამ მოვა დრო და მოვა ჩემი თაობა თქვენს საფლავს ზედაც არ დავაფურთხებთ, თქვენ იქნებით ყველაზე მივიწყებული ბნელი საქართველოს სიმბოლოები.

საზოგადოების აზრის ცვლილებებისთვის მთავრობის ტელევიზიები ძლიერ ცდილობდნენ თავი გამოიდონ და სახალხო სკანდალად მაქციეს, მაგრამ ისევ უშედეგოდ ხალხს მაინც ვერ შეაყრით თვალებში ნაცარს, ფაქტები ჩემს გვერდზე დევს და უკვე ათასობით მოწყობილობაშია ჩაწერილი ამიტომ თქვენს ბედს ვერ დაემალებით.

როცა წყალი იმატებს თევზები ჭამენ ჭიანჭველებს, როცა წყალი იკლებს – ჭიანშველენი თევზებს, ეს გახსოვდეთ”, – წერ მელაძე.

სიახლეები

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელს დაარტყეს

3 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, "სლავნეფტ-იანოსზე", მიიტანეს იერიში....

„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს

“ოლე-ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ მომღერალი...