უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 10 ნოემბრამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 78 690;
ტანკი – 2 804;
ჯავშანტექნიკა – 5 682;
საარტილერიო სისტემა – 1 805;
სარაკეტო სისტემა – 393;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 205;
თვითმფრინავები – 278;
ვერტმფრენი – 260;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 499;
საკრუიზო რაკეტები – 399;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 242;
გემი/ნავი/კატარღა – 16;
სპეციალური აღჭურვილობა – 159.
კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზარალის შესახებ ბოლოს 21 სექტემბერს განაცხადა, და თქვა, რომ დაღუპულია 5 937 ადამიანი.