უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერის- იური იგნატის თქმით, რუსული სარდლობა არ ახორციელებს ერთჯერად დარტყმებს რაკეტებითა და დრონებით, რადგან მიხვდა, რომ მათგან “დიდი” შედეგი არ არის. ის დარწმუნებულია, რომ ახლა რუსეთი რეზერვების შექმნას ცდილობს.
ამავდროულად, რუსეთის საჯარისო ნაწილები გადიან ხერსონის ოლქისდან, იქ კი სოფლებს უკრაინის შეიარაღებული ძალები იკავებს, რაც გავრცელებული ვიდეო და ფოტო მასალებით დასტურდება.
ბოლო საათების განმავლობაში გავრცელდა ვიდეოები მიკოლაევისა და ხერსონის ოლქების რამდენიმე დასახლებიდან, სადაც უკრაინელები შევიდნენ და მოსახლეობა მათ აღფრთოვანებით შეეგება.