თბილისში ვიზიტით მყოფი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ევროინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრა ჩეხეთის საელჩოში გაიმართა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა დეტალებზე არ ისაუბრეს, თუმცა აღნიშნეს, რომ აუდიენციაზე მთავარი თემა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია იყო.
ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.
საქართველოში ვიზიტად მყოფი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკი დღეს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილს შეხვდა.