მთავარისიახლეებისაზოგადოებამტერი არ გვასაჩუქრებს, ბრძოლით ვიბრუნებთ - ზელენსკი

მტერი არ გვასაჩუქრებს, ბრძოლით ვიბრუნებთ – ზელენსკი

Published on

მედია სივრცეში დიდი სიხარულია და გასაგებია, რატომაც, მაგრამ ომის დროს ემოციები უნდა შევიკავოთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რითაც ის ხერსონიდან რუსების გასვლას გამოეხმაურა.

„უნდა გესმოდეთ: არავინ არსაიდან უბრალოდ არ მიდის, თუ არ გრძნობს ძალას. მტერი არ გვასაჩუქრებს, „კეთილგანწყობის ჟესტებს“ არ ახორციელებს. ჩვენ ბრძოლით ვიბრუნებთ და როცა იბრძვი, უნდა გესმოდეს, რომ ყოველ ნაბიჯს ყოველთვის მტრის წინააღმდეგობა და ჩვენი გმირების სიცოცხლის დაკარგვა მოჰყვება.

ამიტომ ვმოძრაობთ ძალიან ფრთხილად, ემოციების გარეშე, ზედმეტი რისკის გარეშე. მთელი ჩვენი მიწის განთავისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე და რომ დანაკარგები რაც შეიძლება მცირე იყოს. ასე უზრუნველვყოფთ ხერსონის, კახოვკას, დონეცკის და ჩვენი სხვა ქალაქების გათავისუფლებას”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მან რუსეთის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ ომის გამოცხადებას ნიშნავს.

„მინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილო მოსკოვში ყველა, ვინც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს: თქვენი ნებისმიერი მცდელობა, ააფეთქოთ კახოვკას ჰიდროელექტროსადგური და დატბოროთ ჩვენი ტერიტორია ნიშნავს, რომ თქვენ ომს გამოუცხადებთ მთელ მსოფლიოს, დაფიქრდი რა დაგემართებათ მაშინ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...