მთავარისიახლეებიხერსონისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ უკრაინა თავის მიზნებს აღწევს

ხერსონისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ უკრაინა თავის მიზნებს აღწევს

Published on

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ყოველდღიურ ანგარიშში აანალიზებს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან, მათ შორის ხერსონიდან ჯარების გაყვანის შესახებ.

ორგანიზაციის ექსპერტების თქმით, რუსეთის არმიამ უკვე დაიწყო ბრძოლებით რეგიონის დატოვება და მარცხენა სანაპიროზე წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე გადასვლა.

“ბრძოლა ხერსონისთვის არ დასრულებულა, მაგრამ რუსული ჯარები შევიდნენ ახალ ფაზაში: ისინი პრიორიტეტს ანიჭებენ თავიანთი ჯარების უკან დახევას მდინარის გასწვრივ, საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებით და უკრაინის ჯარების შეფერხებით. მაგრამ არ ცდილობენ მთლიანად შეაჩერონ უკრაინის შეტევა”, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამავდროულად, ISW მიიჩნევს, რომ უკრაინამ, სავარაუდოდ, მოახერხა ხერსონში თავისი კამპანიის მთავარი მიზნის შესრულება: რუსული ჯარების იზოლირებით, აიძულა ისინი დამოუკიდებლად უკან დაეხიათ დნეპრის მეორე მხარეს, თუნდაც ფართომასშტაბიანი სახმელეთო შეტევის გარეშე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსი მეთაურები, შეეცდებიან შეანელონ უკრაინის შეტევა და შესაძლოა დატოვონ გარკვეული ძალები ხერსონში, მაგრამ ეს ბრძოლები გამიზნული იქნება რუსული შენაერთის უკან დახევის უზრუნველსაყოფად.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...