მთავარისიახლეებიხერსონიდან უკან დახევის დროს, რუსულმა ჯარებმა გაანადგურეს ხიდები და სავარაუდოდ, დანაღმეს ტერიტორია...

ხერსონიდან უკან დახევის დროს, რუსულმა ჯარებმა გაანადგურეს ხიდები და სავარაუდოდ, დანაღმეს ტერიტორია – ბრიტანული დაზვერვა

Published on

ხერსონთან დაკავშირებით, ბოლო მიმოხილვაში, ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ უკან დახევის დროს, რუსულმა ჯარებმა გაანადგურეს რამდენიმე ხიდი და სავარაუდოდ, დანაღმეს ტერიტორია.

“ხერსონის მახლობლად მდინარე დნეპრის დასავლეთი ნაპირის დაკარგვა, დიდი ალბათობით, ხელს შეუშლის რუსეთს სტრატეგიული ამბიციის განხორციელებაში სახმელეთო დერეფნის შექმნაზე ოდესაში. გადაკვეთის პუნქტების შეზღუდული რაოდენობის გამო, რუსული ძალები დაუცველები იქნებიან დნეპრის გავლისას.“, – ნათქვამია ანგარიშში.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ ხერსონიდან უკან დახევის ბრძანება გუშინ, 9 ნოემბერს გასცა. რუსეთის გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მეთაურმა, სერგეი სუროვიკინმა ჯარების გაყვანის აუცილებლობა იმ მოტივით ახსნა, რომ სამხედროების მომარაგება და ეფექტური ფუნქციონირება ვერ ხდება.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...