ენმ-ს ერთ ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე განიხილება. როგორც დეკანოიძე ენმ-ში მიმდინარე შიდა დაპირისპირებასთან დაკავშირებით ამბობს, პარტიაში არჩევნების თემაზე საუბარი ყოფილა და თავად ნიკა მელიას ინიციატივითვე, თუმცა შეუთანხმებლობა იყო ვადებზე.
ხატია დეკანოიძის თქმით, მისი უპირველესი საზრუნავი ახლა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანა და ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობის საქმეა.
ენმ-ს განახლების აუცილებლობაზე საუბრობს ლევან ხაბეიშვილიც, თუმცა ამბობს, რომ თავმჯდომარეობას არ აპირებს.
„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ის პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.
ენმ-ში ახალი თავმჯდომარის არჩევა და არჩევნები გუშინ, პარტიის წარმომადგენელთა ერთმა ნაწილმა მოითხოვა. ბრიფინგი ამ თემაზე თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ირაკლი ნადირაძემ ენმ-ს რეგიონულ ხელმძღვანელებთან ერთად ჩაატარა. თავად მოქმედმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ კი განცხადება გუშინ, 9 ნოემბერს, საღამოს გააკეთა და განაცხადა, რომ ნებისმიერ დროს მზადაა პარტიის არჩევნებში მონაწილეობისთვის