მთავარისიახლეებიჩვენი მოწოდებაა, ყველა პარტიამ იმუშაოს ერთად და შეასრულოს 12 რეკომენდაცია - მარკ...

ჩვენი მოწოდებაა, ყველა პარტიამ იმუშაოს ერთად და შეასრულოს 12 რეკომენდაცია – მარკ კლეიტონი

Published on

საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იმუშაოს ერთად და შეასრულოს 12 რეკომენდაცია, რომელიც ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისაღებად განესაზღვრა.

“გაერთიანებული სამეფო აღარ არის ევროკავშირის წევრი, ამიტომ ჩვენ პირდაპირ არ ვართ ჩართული ამ 12 რეკომენდაციაში. თუმცა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში და რა თქმა უნდა ნატოში. ამას ძალიან მყარი დემოკრატიული საფუძველი აქვს, რადგან ქართველ ხალხს სურს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება და გარდა ამისა, ყველა წამყვანი პოლიტიკური პარტიაც გამოთქვამს ამ სურვილს. ამიტომ, ჩვენი მოწოდებაა, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იმუშაოს ერთად და შეასრულოს ეს 12 რეკომენდაცია”, – თქვა მარკ კლეიტონმა.

ცნობისთვის, გუშინ 8 ნოემბერს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის შესწორებული ვერსია. იხილეთ:

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...