მთავარისიახლეებიხარკოვის რეგიონში ნაღმის აფეთქების გამო ორი მუშა დაიღუპა

ხარკოვის რეგიონში ნაღმის აფეთქების გამო ორი მუშა დაიღუპა

Published on

უკრაინაში, ხარკოვის რეგიონში გზის საფარის შეკეთების სამუშაოების დროს, ორი თანამშრომელი ნაღმზე დაიღუპა. რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა თქვა, რომ რუს ოკუპანტებს “დანაღმული აქვთ აბსოლუტურად ყველაფერი”.

“სამწუხაროდ, დღის განმავლობაში დაიღუპა 21 და 51 წლის საგზაო სამსახურის ორი თანამშრომელი. დაშავდა კიდევ ორი მამაკაცი 55 და 34 წლის ასაკის. ჩუჰუივის რაიონში მუშაობისას სპეცტექნიკამ ნაღმი გააქტიურა”, – თქვა მან.

ოფიციალური პირების თქმით, ნაღმები ხარკოვის წარსულში ოკუპირებულ ნაწილებში ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად რჩება.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...