მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროპარლამენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, ძალიან უნდათ დაეხმარონ ჩემ შვილს ამ მძიმე დღეებში...

ევროპარლამენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, ძალიან უნდათ დაეხმარონ ჩემ შვილს ამ მძიმე დღეებში – ალასანია

Published on

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომას, რომლის მიერ მიღებულ დოკუმენტშიც მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებასა და მისთვის მკურნალობის უფლების მიცემაზეა საუბარი, ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანიაც.

სხდომის დაწყებისას მას ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი მიესალმა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ შეშფოთება არაერთხელ გამოთქვეს.

“ევროკავშირმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ეს გადაწყვეტილება იყო ერთხმად, ერთხმად გავიდა. მოგვცეს შესაძლებლობა, რომ დავსწრებოდით, ჩვენც გავმხდარიყავით მოწმე ამ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტის. ძალიან მადლობელი ვარ ყველა იმ პარლამენტარის, რომელმაც მიიღო მონაწილეობა, რომელსაც ძალიან კარგად ესმის ჩემი შვილის მნიშვნელობა, ძალიან უნდათ დაეხმარონ მას ამ მძიმე დღეებში”, – თქვა გიული ალასანიამ.

გიული ალასანიასთან ერთად განხილვას ესწრებოდა გიორგი ჩალაძეც.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...