მთავარისიახლეებიენმ-ში ახლა ნომერ პირველი მსჯელობის საკითხი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაა - მინაშვილის პასუხი...

ენმ-ში ახლა ნომერ პირველი მსჯელობის საკითხი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაა – მინაშვილის პასუხი თანაგუნდელებს

Published on

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ახლა ნომერ პირველი მსჯელობის საკითხი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაა. მას შემდეგ, რაც ეს საკითხი იქნებოდა გადაწყვეტილი და კონკრეტული ნაბიჯები იქნებოდა გადადგმული, პარტიაში უნდა ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები და ეს ნიკა მელიას თავად ჰქონდა გაჟღერებული” – ასე ეხმაურება პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი ენმ-ს გარკვეული ჯგუფის მხრიდან დაყენებულ მოთხოვნებს.

“ნაციონალური მოძრაობის” შიგნით რამდენიმე კვირის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად მიდის საორგანიზაციო და გეგმებთან დაკავშირებით შეხვედრები, თუ როგორ უნდა გააგრძელოს საქმიანობა პარტიამ და მთავარი საკითხი იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. რადგან თქვენ იცით, რომ უახლოეს პერიოდში იქნება დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ეს უმძიმესი დასკვნა იქნება პირველადი მონაცემებით. შემდგომ იქნება შუამდგომლობა და იქნება სასამართლო გადაწყვეტილება. ამიტომ “ნაციონალურ მოძრაობაში” მთავარი საფიქრალი ეს იყო, რომ ამასთან დაკავშირებით რა უნდა გაეკეთებინა “ნაციონალურ მოძრაობას”, ამაზე იყო მთელი პარტია ორიენტირებული. ამავე დროს, ამავე შეხვედრაზე ძალიან მკაფიოდ იყო დაფიქსირებული, რომ მას შემდეგ, რაც ეს საკითხი იქნებოდა გადაწყვეტილი და კონკრეტული ნაბიჯები იქნებოდა გადადგმული “ნაციონალურ მოძრაობაში” უნდა ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები, თავმჯდომარის, პოლიტსაბჭოსი, სამდივნოსი და ეს პირველ რიგში იყო ნიკა მელიას ინიციატივა.

ნიკა მელია ამ შეხვედრებზე ძალიან საჯაროდ საუბრობდა და არა მარტო შეხვედრებზე, გადაცემებში, ტელევიზიებშიც საჯაროდ ნათქვამი აქვს, რომ დიახ, არჩევნები აუცილებელია ოღონდ გააჩნია პერიოდს.

ახლა არის კრიტიკული მომენტი, რაც ეხება მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანის საკითხს, თქვენ იცით, რომ ადვოკატების სტრატეგია, თქვენ იცით როგორ მუშაობენ ადვოკატები, თქვენ იცით რა თემებია ახლა მთავარი “ნაციონალურ მოძრაობაში”, ექსპერტები უნდა ჩამოვიდნენ, დასკვნა უნდა დაიდოს სასამართლოსი და ამაზე იყო საუბარი და ამის შემდეგ იყო მზაობა პირველ რიგში პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს. ის ფორმა, ძალიან სამწუხაროა და დასანანია, რომ აი ამ პერიოდში ასეთი ბრიფინგი იქნა ჩატარებული და ასევე ჩვენი მხრიდან, უბრალოდ ამ პერიოდში, ასეთ დროს, ასე მოულოდნელად ბრიფინგის გაკეთება ცოტა უცნაურია და ცოტა დასანანი.” თქვა აკო მონაშვილმა.

ენმ-ს ახალი თავმჯდომარის არჩევის მოთხოვნით, პარტიის წევრების ნაწილმა დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...