უკრაინის პრეზიდენტი ინდონეზიაში, G20-ის სამიტში მონაწილეობას მიიღებს. ფორმატი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პრეზიდენტის პრესსპიკერის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, ეს იქნება ონლაინ – “რა თქმა უნდა, რაღაც ფორმატში, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიღებს მონაწილეობას G20-ის სამიტში. მეტს ვერ გეტყვით”, – ამბობს სერხიი ნიკიფოროვი.
“დიდი ოცეულის” სამიტი წელს ინდონეზიაში 15-16 ნოემბერს იმართება. უკრაინა იქ მოწვეული ქვეყნის სტატუსით იქნება.
სამიტზე ინდონეზიის პრეზიდენტის მხრიდან, მიწვეულია პუტინიც, თუმცა ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია, ჩავა თუ არა ის კუნძულ ბალიზე, უცნობია.