მთავარისიახლეებისაზოგადოებავიტოვებთ უფლებას, პირდაპირ ვისაუბროთ რუსეთთან რისკის შემცირების საკითხთან დაკავშირებით - თეთრი სახლი

ვიტოვებთ უფლებას, პირდაპირ ვისაუბროთ რუსეთთან რისკის შემცირების საკითხთან დაკავშირებით – თეთრი სახლი

Published on

თეთრი სახლის პრესსპიკერი, კარინე ჟან-პიერი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანის რუს მაღალჩინოსნებთან საუბრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, აშშ იტოვებს უფლებას, რისკის შემცირების საკითხზე რუსეთთან პირდაპირ, უმაღლეს დონეზე, ისაუბროს

“ვიტოვებთ უფლებას, პირდაპირ ვისაუბროთ უმაღლეს დონეზე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც შეერთებულ შტატებს აშფოთებს. ეს მოხდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ჩვენი საუბრები ფოკუსირებული იყო მხოლოდ რისკის შემცირებასა და აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე”, – თქვა მან.

ცნობისთვის, The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი პუტინის საგარეო პოლიტიკის მრჩეველ იური უშაკოვსა და უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პეტრუშკოვს ბირთვული გამოყენების რისკების შემცირების საკითხზე ესაუბრა. ამის შესახებ 6 ნოემბერს ყოველდღიურ მოხსენებაში წერდა ISW-ც.

წყაროების ინფორმაციით, საუბრის მიზანი იყო არა უკრაინაში ომის გადაწყვეტის საკითხის განხილვა, არამედ გაცილებით ფართომასშტაბიანი კონფლიქტის რისკის შემცირება, მოსკოვის გაფრთხილება, არ გამოიყენოს ბირთვული, ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღი და კავშირის ღია არხების შენარჩუნება.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...