უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია შობის 25 დეკემბერს აღნიშვნას დაუშვებს

0
229

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს აღნიშვნას დაუშვებს – ეკლესიებს შეუძლიათ თავად აირჩიონ, როდის აღნიშნავენ შობას – 7 იანვარს, თუ 25 დეკემბერს.

გადაწყვეტილება უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მას შემდეგ მიიღო, რაც “მხედველობაში მიიღეს მრავალი თხოვნა და გაითვალისწინეს ის დისკუსია, რომელიც ეკლესიასა და საზოგადოებაში მრავალი წელია მიმდინარეობს”.

გარდა ამის გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეკლესიამ გადაწყვეტილება “ომის გარემოებების” გამო მიიღო.

ცნობისთვის, ზოგიერთი მართლმადიდებლური ქვეყანა შობის დღესასწაულს იულიუსის კალენდრის მიხედვით, 7 იანვარს აღნიშნავს.

წინა სტატიასოსო გოგაშვილის ბიძაშვილი დააკავეს
შემდეგი სტატიაგვარამიას საქმეში მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენა ვერ დასტურდება – ლომჯარია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური