მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილის "ვივა მედში" ბრიტანელი სამედიცინო ექსპერტი ხვდება

მიხეილ სააკაშვილის “ვივა მედში” ბრიტანელი სამედიცინო ექსპერტი ხვდება

Published on

ცოტა ხნის წინ კლინიკა “ვივა მედში”, მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მივიდა ბრიტანელი ექსპერტი, ფსიქიატრი, კორნელიუს კატონა. მას მედიასთან კომენტარი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე არ გაუკეთებია.

კლინიკაში არიან ადვოკატები და “ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანიც. მესამე პრეზიდენტი დღეს თანაგუნდელმა ეკა ხერხეულიძემ მოინახულა, რომელიც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება თავის ტვინში ცვლილებები, აქვს მაღალი წნევა და ტემპერატურა.

“მდგომარეობა არის უცვლელი, ჩემ თვალ წინ ადამიანმა, დამშვიდობების წინ გაიზომა ტემპერატურა და აქვს ისევ 37.7 რაც არის აუხსნელი, რატომ იმატებს, რატომ იკლებს ორი ხაზით, საერთოდ რატომაა თვეების მანძილზე, განუწყვეტლივ ტემპერატურა, ამაზე გადამჭრელი პასუხი არავის არ აქვს. ფაქტია, რომ აქ არის რაღაც სერიოზული პრობლემა, რასაც სჭირდება კვლევა. ზოგადი სისუსტე არის ისევ სახეზე, ყველა ნახვაზე ვატყობ, რომ წინა ნახვის შემდეგ არის კიდევ უფრო დაკლებული წონაში, წნევა ჰქონდა მაღალი, ის რაც ჩემ თვალწინ ახლა ექიმებმა შეუმოწმეს, მე შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ ის”, – თქვა ხერხეულიძემ.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...