მთავარისიახლეებიჯანმრთელობის მდგომარეობით ნებისმიერი სპეკულაცია, არაეთიკურია - ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე

ჯანმრთელობის მდგომარეობით ნებისმიერი სპეკულაცია, არაეთიკურია – ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე

Published on

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაცია ხდება. მისი თქმით, “ემპათიის” დასკვნა ჯერ არავის უნახავს და ამ საკითხზე წინასწარ შეფასებებს ვერ გააკეთებს.

ბრეგაძე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ყველა პირობა აქვს შექმნილი, რომ მისი ჯანმრთელობა დაცული იყოს.

“ჯანმრთელობის მდგომარეობით ნებისმიერი სახის სპეკულაცია, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არის არაეთიკური. შესაბამისად, მე ამ საკითხზე მეტს ვერაფერს გიპასუხებთ, მე ვერ დავიწყებ წინასწარ შეფასებებს. როგორც მოგეხსენებათ, ცენტრი “ემპათიის” დასკვნა ჯერჯერობით არავის უნახავს, ეს დასკვნა უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს. მას შემდეგ როდესაც იარსებებს ეს დასკვნა, მრავალჯერ ვთქვი, ახლაც გავიმეორებ კიდევ ერთხელ, მხარეებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ არის თუ არა ამა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი მძიმე, რომ არ შეესაბამებოდეს სასჯელის მოხდის მიზნებს.

მე ერთი რამ შემიძლია ამ საკითხზე ვთქვა, რომ ამ ადამიანს აქვს ყველა პირობა შექმნილი სახელმწიფოსგან იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული, და მისი ეს შესაბამისი უფლებაც იყოს უზრუნველყოფილი და ის იმყოფება შესაბამის კლინიკაში”, – თქვა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, დღეს მიხეილ სააკაშვილი ბრიტანელმა ფსიქიატრმა უნდა მოინახულოს. “ემპათიას” ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში, ყველა ექსპერტის მოსაზრება შეჯამდება და საბოლოო დასკვნაში აისახება.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...