უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის განცხადებით, კიდევ 30 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ტყვედ ჩავარდა უკრაინის ზმიინის (გველების) კუნძულიდან, თავისუფალია.
დიმიტრო ლუბინეცმა აღნიშნული სამშაბათს საღამოს Facebook პოსტში დაადასტურა. მისი თქმით, ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას დარჩენილი ჯარისკაცების ტყვეობიდან გათავისუფლებაზე.
ცნობისთვის, 30 ივნისს რუსმა დამპყრობლებმა შავ ზღვაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გველების კუნძული, “ზმეინი” დატოვეს. ოდესის რეგიონში მდებარე კუნძული 4 ივლისს ოფიციალურად დაუბრუნდა უკრაინის იურისდიქციას.