მთავარისიახლეებიმსოფლიოოკუპირებული ხერსონი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა

ოკუპირებული ხერსონი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა

Published on

ოკუპირებულ ხერსონში რუსეთის მიერ კონტროლირებადმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ელექტროენერგია და წყალმომარაგება შეწყდა, მას შემდეგ, რაც “ტერორისტულმა თავდასხმამ” დააზიანა სამი ელექტროგადამცემი ხაზი ბერისლავ-კახოვკას გზატკეცილზე, რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში.

ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, იური სობოლევსკიმ განაცხადა, რომ დაზარალდა რეგიონის დაახლოებით 10 დასახლებული პუნქტი, ისევე როგორც მთავარი ქალაქი.

რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იაროსლავ იანუშევიჩმა ელექტროენერგიის გათიშვაში რუსეთი დაადანაშაულა. მისი თქმით, რეგიონის ქალაქ ბერისლავში, დაახლოებით 1,5 კმ (ერთი მილი) ელექტროგადამცემი ხაზები განადგურდა, რითაც ელექტროენერგია მთლიანად გაითიშა.

რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინა ემზადება მეორე შეტევისთვის, რათა დაიბრუნოს ხერსონის რეგიონის მეტი ნაწილი. ხერსონის ხელახლა აღებას უკრაინისთვის უდიდესი ლოჯისტიკური ღირებულება ექნება.

სიახლეები

სასამართლომ თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა-საია

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იტყობინება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაციის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბათუმელი...

პოდოლიაკის თქმით, ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში მხოლოდ პუტინს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში...

დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში 3-დღიანი ვიზიტით გაემგზავრა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში 3-დღიანი ვიზიტით გაემგზავრა, რომლის ფარგლებშიც საუდის არაბეთს, კატარსა...