ZSU-მ მაკეევკასთან მობილიზებულთა ბატალიონი გაანადგურა – 41 ოკუპანტი გადარჩა

0
391

ლუგანსკის ოლქში, დასახლება მაკეევკასთან განადგურებულია ვორონეჟელი მობილიზებულებით დაკომპლექტებული ბატალიონი, – ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ადასტურებს. მათი ინფორმაციით, 570 მობილიზებულიდან ცოცხალი მხოლოდ 41 გადარჩა.

გადარჩენილი რუსი სამხედრო პირი ალექსანდრ აგაფონოვი ჰყვება, რომ მთელ ბატალიონს სულ სამი საველე ნიჩაბი ჰქონდა და სანგრებს მორიგეობით თხრიდნენ, ხოლო 2 ნოემბრის დილას საარტილერიო ცეცხლქვეშ მოჰყვნენ. აგაფონოვის თქმით, ოფიცრები მაშინვე გაიქცნენ.

“დაბომბვებს შორის შესვენების დროს ჩვენ ისევ ჯიუტად ვცდილობდით, სანგრები გაგვეთხარა, მაგრამ კოპტერები მოფრინავდნენ და გვცხრილავდნენ”, – ჰყვება აგაფონოვი.

სერგეი გაიდაი კი ამბობს, რომ დაღუპული რუსი სამხედროების ცხედრები არავის მიაქვს, რათა ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდა არ გახდეს საჭირო.

გაიდაის თქმითვე, რუსი ოკუპანტები გააფთრებით უტევენ ბელოგოროვკას, რათა ლისიჩანსკისკენ მათი განდევნა და შეტევა აირიდონ თავიდან.

მისივე თქმით, სევეროდონეცკისკენ კონტრშეტევის შემთხვევაში, ოკუპანტები მას ვერ გამოიყენებენ, როგორც ქალაქ-სიმაგრეს, რადგან ნგრევის მასშტაბები დიდია, ამიტომ უბრალოდ, გარბიან ქალაქიდან.

წინა სტატიამალგოჟეტა გოშევსკა “ვივამედში” ააკაშვილის მოსანახულებლად 16:00 საათზე მივა
შემდეგი სტატიაეკატერინბურგში საწვავის ცისტერნების დაწვაზე პასუხისმგებლობა რუსმა პარტიზანებმა აიღეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური