ხერსონთან დაცემულ ლევან სახელაშვილს თბილისში გამთენიისას ჩაასვენებენ

0
262

ხერსონთან გმირულად დაცემული ლევან სახელაშვილის ცხედარს გამთენიისას თბილისში ჩამოასვენებენ. თვითმფრინავი აეროპორტში 7 ნოემბერს, 05:35 საათზე დაეშვება.

ლევანის ცხედარი კიევიდან სამშობლოში პარასკევს გააცილეს მას შემდეგ, რაც წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში მისი სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადეს.

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების სია, 2014-2022.
2014 წელს, “ღირსების რევოლუციის” დროს, მაიდანზე დაიღუპნენ:
🎗 დავით ყიფიანი,
🎗 ზურაბ ხურცია.
▪️2014-2021 წ/წ. 12 მებრძოლი დაიღუპა:
🎗 ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 18.12. 14, ლუგანსკი,
🎗 თამაზ სუხიაშვილი, 17.01.15, დონეცკის აეროპორტი,
🎗 გიორგი ჯანელიძე, 18.04.15 შიროკინო, მარიუპოლი,
🎗 კოსტანტინე ლაშხია, 01.07.15 მარიუპოლი,
🎗 გიორგი ბარათელი, 08.08.15 დონეცკი,
🎗 ირაკლი ქუთელია, 09.12.15 ოპიტნოე, დონეცკი,
🎗რეზო წიკლაური, 29.04.16 ავდეევკა, დონეცკი,
🎗დავით გამსახურდია 08.10.16 დონეცკი,
🎗დავით სიხარულიძე 11.05.17, ნოვოლუგანსკი,
🎗გიორგი სარალიძე, 31.10.17 დონეცკის აეროპორტი,
🎗 გიორგი ხვიჩია, 2017, დონეცკის ოლქი,
🎗დავით შარტავა 18.04.21 შიროკინო, მარიუპოლი.
▪️ 2022 წელს კი, ამ დრომდე, უკვე 22 მეომარია დაღუპული:
🎗 დავით რატიანი – ირპენი
🎗გია ბერიაშვილი – ირპენი
🎗ბახვა ჩიქობავა – მარიუპოლი
🎗დავით გობეჯიშვილი – ირპენი
🎗დავით მენაბდიშვილი – ხარკოვი
🎗ნიკოლოზ შანავა – ხარკოვი
🎗არკადი კასრაძე – ლუგანსკი
🎗ალიკა ცაავა – ლუგანსკი
🎗ზაზა ბიწაძე – ლუგანსკი
🎗ვიტალი ორბელაძე – იზიუმი
🎗ტელმან (ტატო) ბიგვავა – მარიუპოლი
🎗რატი შურღაია – იზიუმი
🎗 გიორგი გრიგოლია – ბახმუტი
🎗დანიელ გერლიანი – ზაპოროჟიე
🎗ალუდა ზვიადაური – სევეროდონეცკი
🎗კახა გოგოლი – ლუგანსკი
🎗ბერდია ჯოხაძე – ხერსონი,ნიკოლაევი
🎗გელა გოგია – დონეცკი
🎗კირილ შანავა – ლუგანსკი
🎗ედიშერ კვარაცხელია – ბახმუტი
🎗 მიშა კაპლანი (ყაფლანიშვილი) – ლუგანსკი
🎗ალექსანდრე (ალეკო) მარტიაშვილი
🎗გურგენ (გუგა) გაგნიძე – ბახმუტი
🎗ლევან სახელაშვილი – ხერსონი.
2014-2022 წლებში, 2022 წლის 6 ნოემბრის მონაცემებით, სულ უკრაინაში 36 ქართველი მეომარი და ორი მოქალაქეა დაღუპული, სულ 38 ადამიანი – დიდება მათ ხსოვნას!
წინა სტატიარა უნდა ვიცოდეთ რუსეთ-უკრაინის ომის 256-ე დღის ბოლოს
შემდეგი სტატიათბილისში ბინის ქირა 75%-ით გაიზარდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური